გაყიდვების მენეჯმენტი და მოლაპარაკების ხელოვნება

დავით ხარიტონაშვილის საავტორო კურსი გაყიდვების მენეჯმენტში

ვიდეოგაკვეთილები
რესურსები
გუნდური აქტივობები
ინდივიდუალური სესიები
დავით ხარიტონაშვილი
ანტრეპრენორი
GEL 195 
GEL 595 
ხანგრძლივობა: 
12 სთ
Videos: 
სახელმძღვანელო რესურსები:
8
Lifetime Access 
Access from any Computer, Tablet or Mobile

კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ:

  • სწორი სტრატეგიის შემუშავებას მეტი გაყიდვისთვის.
  • სტრატეგიის იმპლემენტაციის სწორ & არასწორ მეთოდებს;
  • როგორ აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ წარმატებული გაყიდვების ხელის შემშლელი ფაქტორები;
  • მიდგომას, რომელიც შეამცირებს თქვენს ფრუსტრაციას გაყიდვებთან დაკავშირებით;
  • პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელიც აგიმაღლებთ მოლაპარაკებების და გაყიდვების პირად უნარ-ჩვევებს;
  • მომხმარებლის ფსიქოლოგიასა და ტიპაჟებს - მითებს & ფაქტებს;
  • ტრენერთან ერთად საკუთარ მაგალითზე ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენას.

ვისთვისაა მიზანშეწონილი კურსზე დასწრება:

  • ანტრეპრენორებისთვის
  • საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის
  • B-2-C & B-2-B გაყიდვებში დასაქმებულთათვის
  • მათთვის, ვისაც სურთ დარწმუნების ხელოვნება გაავითარონ

ტრენერი

კურსს გაუძღვება დავით ხარიტონაშვილი, 7 სხვადასხვა ინდუსტრიის სტარტაპის მმართველი პარტნიორი და გაყიდვების ხელმძღვანელი. 10 წლიანი გამოცდილებით გაყიდვებში, მან ჯამში მცირე ბიზნესს 6,000,000₾-მდე გაყიდვები მოუტანა, ხოლო სტარტაპებმა, რომელშიც დავითი ჩართულია ჯამში 900,000₾-მდე დაფინანსება მოიპოვეს.

კურსის გასავლელად წინასწარ სპეციფიკურ ცოდნის ქონა აუცილებელი არაა.


Course Content

  • გაიაზრე გაყიდვა: გაყიდვების ნამდვილი მნიშვნელობა, ვინ არის გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერების ტიპაჟები, მცირე ტესტი საკუთარი თავის იდენტიფიკაციისთვის. ქეისების განხილვა.
  • გაიაზრე წარმატება: რას მოაქვს წარმატება? როგორ დავგეგმო წარმატება? მარათონი Vs სპრინტი, ადამიანი ჩანაფიქრით, 80/20-ის წესი.
  • გაიაზრე საკუთარი თავი: სად არის ჩავარდნა? გეგმა სხეულისთვის & გონებისთვის. მიუძღვენი დრო განვითარებას. სწორი მექანიზმის შექმნა.
  • გაიაზრე მიზანი: ოცნების სახლის საძირკველი; მიზნის შერჩევის სტრატეგიები; არას თქმის ხელოვნება; არას მოსმენის უნარი; ბაზრის გააზრება; ბიზნეს & ქცევითი ანალიზი.
  • გაიაზრე ფანელი: საკუთარი ფანელის აწყობა. უკუკავშირი და გაუმჯობესება.
  • გაიაზრე ფსიქოლოგია: მითები & ფაქტები; საბაზისო NLP & სხეულის ენა. 4 ტიპის მყიდველის ამოცნობა და თითოეულთან მიდგომის სტრატეგია.
  • გაიაზრე ფსიქოლოგია 2: დარწმუნების მეცნიერება; რჩევები & ხრიკები.
  • გაიაზრე ხდომილების კანონი: საერთაშორისო ქეისები & ადგილობრივი ქეისები; სწორი მიდგომა პროცესისადმი.
  • გაიაზრე შემდეგი ნაბიჯები: დასასრული & დასაწყისი.

Reviews

"დავითის კურსის გავლა ერთი დიდი გამოცდილებაა. ეს ადამიანი ლაპარაკობს გამოცდილებით და იცის, რასაც გასწავლის"

ნიკა სურმავა, ექაუნთ მენეჯერი

"ვისურვებდი მეტი ლექცია ჩატარებულიყო. უამრავი რამ ვისწავლე ამ კურსის განმავლობაში რაც პირდაპირ დავნერგე ჩემს დღის წესრიგში"

სანდრო ბაბლუანი, გაყიდვების აგენტი