ბრენდის კომუნიკაცია სოციალურ მედიაში

შემოქმედებითი კომუნიკაციისა და სოციალური მედიის ინტეგრირებული კურსი.

ვიდეოგაკვეთილები
რესურსები
გუნდური აქტივობები
ინდივიდუალური სესიები
აკა მეტრეველი
კრეატიული დირექტორი
GEL 660 
ხანგრძლივობა: 
24 სთ
Videos: 
67
სახელმძღვანელო რესურსები:
8
Lifetime Access 
Access from any Computer, Tablet or Mobile

ბრენდის კომუნიკაცია სოციალურ მედიაში

ციფრულ პლატფორმებზე ყოველდღიურად უამრავი ბრენდის აქტივობას ვხვდებით. კონკურენციის პირობებში, პროფესიონალურად დაგეგმილი და აღსრულებული საკომუნიკაციო სტრატეგიის გარეშე წარმატება პრაქტიკულად გამორიცხულია.

ჩვენი კურსის დასრულების შემდეგ, გაეცნობი ბრენდის ციფრულ საფუძვლებს და შეიძენ უნარებს, რომლებიც თანამედროვეობაში მარკეტერის კარიერულ წარმატებას განსაზღვრავენ.

ვისთვის არის ეს კურსი:

· მომავალი სოციალური-მედია მარკეტერებისთვის
· მოქმედი კონტენტ მენეჯერებისთვის
· ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ციფრული რეკლამის მუდამ-განვითარებადი ინდუსტრია

მენტორის შესახებ:

მეტა სააგენტოს კრეატიული დირექტორი. შემოქმედებით ინდუსტრიაში 2017 წლიდანაა ჩართული. მის ანგარიშზეა ისეთი ბრენდების ახმაურება, როგორებიცაა ლუდი კაიაკი, ლუდი აისი,  ლიკანი, ბილაინი, მაკდონალდსი და სხვანი.

კურსი წარმატებით გასავლელად წინასწარ ცოდნას არ საჭიროებს



Course Content

  • კლიენტისგან ბრიფის წამოღება ეფექტური დებრიფინგის ტექნიკებით
  • ბრენდის იდენტობის საფუძვლები
  • კამპანიის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
  • საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა
  • ოპტიმალური მედია-არხების შერჩევა კონტენტისთვის
  • კრეატიული კონცეფციების შექმნა საკომუნიკაციო სტრატეგიის მიხედვით
  • ეფექტური სარეკლამო ტექსტის წერა სოციალური მედიისთვის
  • თანმიმდევრული სამოქმედო გეგმის შექმნა და აღსრულება
  • Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების მართვა Business Manager-ით

Reviews

"ამ კურსის გავლის შემდეგ გაცილებით აშკარა წარმოდგენა შემექმნა, თუ რას ნიშნავს ეფექტური კომუნიკაცია. ჩემი საოჯახო ბიზნესის, ზოომაღაზიის გვერდს მე თვითონ ვმართავ. მადლობა აკას და ველოდები ახალ კურსებს"

ნუგზარ გობრონიძე

"ძაან კარგი მიქსია - შემოქმედებითი აზროვნება + ბიზნეს მენეჯერის ტექნიკური ნაწილი. წარმატებები მეტას!"

ნინო ალასანია

"აკა მეტრეველი არის ქართული მარკეტინგის ხვიჩა კვარაცხელია. გისურვებთ წინსვლას, მეგობრებო"

გიგი ბერულავა